სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ აბსოლუტურად შეუფერებელია, როგორც პოლიტიკოსისთვის, ასევე, ზოგადად საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„თუმცა არ გაკვირვებია არავის და პირველად არ ხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. სამწუხაროა, რომ ის საკუთარი ობიექტური პოლიტიკური ინტერესის გამო აზიანებს იმ საერთო სიკეთეს, რაც არის საქართველოში – ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის იდეა და რაც არის ჩვენი ქვეყნის კულტურის გამორჩეული ნაწილი. მე მინდა თქვენ მოგცეთ ერთი პირობა, ამ ქვეყანას ჰყავს და მომავალშიც ეყოლება ღირსეული მასპინძლები და ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც “ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერი საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს, რაც არ უნდა ასეთი შეურაცხმყოფელი და უადგილო განცხადებები გააკეთოს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.