„ქრონიკა“ ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურ დაჯგუფება „ძალა-ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატისგან მიიღოს პასუხები მის პიარ კამპანიასთან და იმ ახალ გზავნილებთან დაკავშირებით, რომელსაც მას რუსული პიარტექნოლოგები უმზადებენ. თუმცა, გრიგოლ ვაშაძე „ქრონიკის“ შეკითხვებს არ პასუხობს, ასევე უარს ამბობს ჩვენთან „იმედის“ ეთერში სტუმრობაზე.
დღეს გრიგოლ ვაშაძე ჰელსინკიში გაფრინდა და „ქრონიკის“ კითხვებს არც აეროპორტში უპასუხა. მასთან ერთად გაემგზავრა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი, დეპუტატი კობა ნაყოფია.
კომენტარები