“7 ნოემბრის გახსენება ისევე მტკივნეულია, როგორც ის წუთები, რომელიც გავატარეთ რუსთაველის გამზირზე, რიყეზე და “იმედთან”, ეს მეხსიერება მნიშვნელოვანია, რათა მომავალში არავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამარცხვინოა, რომ გრიგოლ ვაშაძე ამ ყველაფრის შემდეგ, ამბობს, რომ შეწყალებების სერიას დაიწყებს და წინა ხელისუფლების პოლიტიკურ ფიგურებს, შეწყალების საფუძველზე, ისევ აქტიურს გახდის.
„დღეს 7 ნოემბერია. საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, მძიმე და ტკივილიანი დღე. ამ დღის გახსენება ისევე მტკივნეულია, როგორც ის წუთები, რომელიც გავატარეთ ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ რიყეზე და ბოლოს ტელეკომპანია “იმედთან”. ბუნებრივია, ეს მეხსიერება მნიშვნელოვანია, რათა მომავალში არავის მიეცეს რამე უფლება ან შესაძლებლობა, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას. სამწუხაროა, რომ ამ საპრეზიდენტო მარათონში ქვეყანას კვლავ ჰყავს როგორც სენი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სამარცხვინო სიყალბით საუბრობს 7 ნოემბერზე. ერთი მხრივ, ნიანგის ცრემლებს ღვრის და მეორე მხრივ, ამბობს, რომ იმ ტერორისტული სახელმწიფოს შემოქმედთ, რომელთაც განაპირობეს 7 ნოემბერი, შეიწყალებს და კვლავ მისცემს საშუალებას, პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ. ეს არის სიყალბე და საზოგადოებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს მეორე ტურის კენჭისყრისას“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნია – “ნაცმოძრაობა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი სამარცხვინო სიყალბით საუბრობს 7 ნოემბერზე
2018/11/07 14:03:21
კომენტარები
ნანახია: 713 ჯერ