7 ნოემბერი ძალიან დიდი შეცდომა იყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
„ეს არ უნდა ჩაედინა იმ ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში, ამის გამო მან მაშინვე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც გადადგა პრეზიდენტი და ახალი არჩევნები დაინიშნა. მათ შორის, ამის გამოც დამარცხდა 2012 წელს, მოგვიანებით, მაგრამ მაინც“, – განაცხადა კაპანაძემ.