უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და ბედავს, საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდეს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა სოფელ ატოცში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ჩასვლისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად უნდა გაიაზროს, რა შეცდომები დაუშვა.
„სამწუხაროდ, მათი ქმედებით თუ უმოქმედობით ვართ იმ შედეგამდე, რომ რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და აგრძელებს მავთულხლართების გავლებას, რაც 2008 წლიდან დაიწყეს ოკუპანტებმა. ამ ვითარებაში, კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად გაიაზრებს რა შეცდომები დაუშვა, მათ შორის ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში“, – განაცხადა დეპუტატმა.