დავით ბაქრაძემ საგარეჯოს რაიონში ზურაბ ჭიაბერაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში მმართველი ძალა და მისი პოლიტიკა უნდა შეცვალოს.
“ბოლო 4 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა იორმუღანლოში და ლამბალოში. არ არის დასრულებული სკოლა, გზა. ადამიანებს აწუხებთ სიღარიბე, უმუშევრობა და ის, რომ არავინაა ყურადღების მიმქცევი, საქმის გამკეთებელი. ეს ყველაფერი ოქტომბერში აუცილებლად უნდა შევცვალოთ. უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება, რომელიც გაზრდის პენსიას, შემაცირებს გადასახადს, ბიზნესს გაათავისუფლებს გადასახადისგან, გააგრძელებს გზებისა და სკოლების მშენებლობას. ამ ყველაფრით ამ რეგიონსაც, სოფელსაც და მთლიანად საქართველოსაც წაიყვანს წინ. მე მჯერა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე სწორედ ასეთი გუნდიდ გაიმარჯვებს “ნაციონალური მოძრაობა”,- განაცხადა ბაქრაძემ.