კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე.
სახელმწიფო თეატრების წარმომადგენლებმა დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით არსებულ იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების, ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდება.
საუბარი შეეხო თეატრებში ტექნიკური მიმართულებით არსებულ დეფიციტურ პროფესიებს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და გადაჭრის გზების მოძიებას საჭიროებს.
მაია ბითაძემ დარგის განვითარების ზოგადი ხედვის შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო დარგის მხარდაჭერის მეტად მოქნილ მექანიზმზე მუშაობს.
კომენტარები
