“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა. იქვე ოფისში იმყოფებიან პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც არიან შეკრებილები. შეხვედრაში მონაწილეობს თბილისის მერი კახა კალაძეც. დეპუტატ ანრი ოხანაშვილის თქმით, მოხდება ყველა იმ საკითხის განხილვა, რომელიც მეორე ტურში მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებასთან არის დაკავშირებული.
“ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც უკავშირდება, რა თქმა უნდა, მეორე ტურს, იმისთვის, რომ ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ყველა ის საკითხი, რომლებიც ჩვენ მივიჩნიეთ მნიშვნელოვან გამოწვევად და პირველ ტურში დაშვებულ ხარვეზად, გამოვასწოროთ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.