პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლო პროვოკაციებზე ისაუბრა.
“ჩვენ თვეებია ვამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გეგმები არა არჩევნებს, არამედ რევოლუციურ სცენარს უკავშირდება ამ სცენარისთვის ნაც.მოძრაობა ყველა ინსტრუმენტს იყენებს, ისინი ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდნენ და ქართულ ჯარსაც კი შეეხნენ და სცადეს ამ ხელშეუხებელი ინსტიტუტის სახელის შებღალვა და პარტიული მიზნებისთვის გამოყენება. ისინი ყველაფერზე მიდიან, უკადრებელს კადრულობენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, არ მივცემთ მათ არანაირ საშუალებას სიცრუეზე აგებული პროპაგანდით, საკუთარი დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, მუდმივ სტრესში ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, ამიტომ ყოველთვის ვამხელთ მათ სიცრუეს და მივაწვდით მოქალაქეებს რეალურ ინფორმაციას.
ხელისუფლება კარგად არის ინფორმირებული და მზად არის ნებისმიერ პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირებისთვის. ჩვენ, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტ-ტექნოლოგების დაანონსებულ რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენ ქვეყანაში. ნებისმიერი კანონდარღვევის შემთვევაში ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს”– განაცხადა კახა კალაძემ.