ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, ორი მათგანის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების განცხადებით, მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას და გაუფრთხილებლობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები