სახალხო მოძრაობის, “არა ნაციზმის”, ცნობით, დღეს დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი გაიხსნება. ამის შესახებ მათ 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც მათ აღნიშნეს, მემორიალი “ნაციონალური მოძრაობის” დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება, რადგან საზოგადოების ყველა წევრს კარგად ახსოვდეს ცხრაწლიანი რეჟიმის დროს მომხდარი სისხლიანი დანაშაულებები.
მემორიალის გახსნა 15:00 საათზე გაიმართება. მოძრაობის წევრების ცნობით, მემორიალის გახსნა თბილისის მერიასთან არის შეთანხმებული.
კომენტარები