გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომის დაწყება ცოტა ხნით გადაიდო. ამის მიზეზი ადვოკატების გამოუცხადებლობა გახდა.
მოსამართლის თქმით, სასამართლო დაეკონტაქტა ადვოკატებს და მათ აღნიშნეს, რომ საავტომობილო გზაზე არსებული პრობლემების გამო მცირე ხნით აგვიანდებათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა ადვოკატების მისვლის შემდეგ დაიწყება.
სასამართლომ კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის, ადვოკატები კი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
კომენტარები