კუბა და ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ. არ ვფიქრობ, რომ სამხედრო ძალების გამოყენება დაგვჭირდება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ჩვენ გვინდა, კუბას დავეხმაროთ. გვინდა, კუბა ჩვენი ხალხისთვის გავხსნათ“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან.
„როიტერი“ წერს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედებულმა აშშ-ის მიერ დაწესებულმა ნავთობის ბლოკადამ, ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
„მზად ვართ, აშშ-ის კომპანიებთან სავაჭრო და ბიზნესურთიერთობები გვქონდეს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან“, – განაცხადა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა და აშშ-ის მიერ კუბაზე დაწესებული სავაჭრო ემბარგო დაგმო, რომელიც 60 წელზე მეტია მოქმედებს.
კომენტარები
