“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა გადაცემა პრიორიტეტში იგორ გიორგაძის საქმეზე ისაუბრა. კითხვაზე უნდა ჩამოვიდეს თუ არა საქართველოში იგორ გიორგაძე? მან შემდეგი პასუხი გასცა: “არასოდეს შევხვედრივარ გიორგაძეს, არ ვიცნობ მის საქმეს. გეტყვით ზოგად მოსაზრებებს, მაშინ როცა სააკაშვილმა დააპატიმრა მისი მომხრეები, მისი ნათესავი თოფურია, ჟორჟოლიანი დადასტურდა რომ ეს უკანონო პატიმრობა იყო. იგორ გიორგაძე მხოლოდ ტელევიზიით მყავს ნანახი და ერთი რამე შემიძლია ვთქვა, თუ ადეიშვილს უხსნის ინტერპოლი ძებნას გიორგაძეს რატომ არ მოუხსნის?”-განაცხადა პოლიტიკოსმა.
კომენტარები