ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდის შემთხვევაში, სს „საქართველოს რკინიგზაში“ მის დასაქმებას უზრუნველყოფდა. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 1 150 ლარი, საიდანაც 750 ლარი გამოართვა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
კომენტარები