ჩვენი მოვალეობაა, ახალგაზრდებს მოვუწოდოთ სიფრთხილისა და თავდაცვისკენ, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომავალი თაობა წარმატების მაგალითებზე უნდა იზრდებოდეს.
„გასული წელი ტრაგიკული აღმოჩნდა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შვილები დაეღუპათ გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკების გამო. ეს არის ტრაგედია ამ ოჯახებისთვის და ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს დასაკარგი შვილები არ ჰყავს. ჩვენი მოვალეობაა, ახალგაზრდებს მოვუწოდოთ სიფრთხილისა და თავდაცვისკენ, რათა თავიდან აიცილონ დამღუპველი შეცდომა. მომავალი თაობა წარმატების მაგალითებზე უნდა იზრდებოდეს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
კომენტარები