გორის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციის თანამშრომლებსა და განსასჯელ რამაზ ქოქოშვილის ახლობლების დაპირისპირების შემდეგ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შსს პრესსამსახურში დაადასტურეს. ოთხ მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 366-ე 239-ე და 353-ე მუხლის მიხედვით ედება, ხოლო მეხუთეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. დაკავებულთა შორის განსასჯელის ძმა ლევან ქოქოშვილიცაა.
კომენტარები