2 იანვარს, გვიან ღამით, დაბა თიანეთში სასტიკი დანაშაული მოხდა – 2 ადამაინი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
მოკლულებიდან ერთ-ერთი ადგილობრივი 52 წლის ოლეგ შუშანაშვილია, მეორე კი თიანეთში რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ჩასული ლადო ოქრომჭედლიძე. სანადირო თოფით არის დაჭრილი ასევე ადგილობორივი 32 წლის ნუგზარ აბრამიშვილი, რომელიც ღია ჭრილობებით და ძლიერი სისხლდენით თიანეთის საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა.
მორიგე ქირურგის ალექსანდრე გორდელაძის თქმით, საავადმყოფოში მისულს ნასვამი პაციენტი დახვდა ძლიერი სისხლდენით.
“დამირეკეს საავადმყოფოდან და მითხრეს, ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა დაჭრილიო… თავის ფეხით მოვიდა. წინასწარი დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ნუგზარ აბრამიშვილი მარჯვენა მხრის მიდამოში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, დაზიანებული ჰქონდა მხრის და ლავიწის ძვლები. ადგილობრივ დონეზე რაც შეიძლებოდა გავაკეთეთ, შევუხვიეთ, სისხლდენა
შევაჩერეთ და მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, კატარსტროფის ბრიგადით თბილისში გადავიყვანეთ.
-კონტაქტში თუ შემოდიოდა? თუ გითხრათ, რომ მის გარდა დაჭრილი ან მოკლული იყო კიდევ ვინმე?
– არაფერი უთქვამს. ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო და მხოლოდ იმას ამბობდა, – მტკივა, მტკივაო. გარდაცვლილების შესახებ არაფერი უთქვამს, არც ის უთქვამს რა შეემთხვა…
როგორც ამ ეტაპისთვის ირკვევა, ოლეგ შუშანაშვილთან საახაწლო სუფრაზე სულ 4 პირი იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად სხვადასხვა ნივთები და პეროსნალური კომპიუტერი ამოიღეს. განაგრძეთ კითხვა: