გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე მოქალაქეებს, ჯამში, 24 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი ჰქონდათ განთავსებული. მძღოლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.
ავტომანქანები დაილუქა, საქმის მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
კომენტარები