პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, რომელიც სკოლებში “დედაენის” დაბრუნების შესახებ მომზადებული კანონპროექტის ავტორია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება და პატრიარქს მადლობას უხდის.
“როგორც “დედაენის“ სკოლებში დაბრუნების კანონპროექტის ავტორმა, მინდა, მადლიერება გამოვხატო მისი უწმინდესობისადმი ამ საკითხის საშობაო ეპისტოლეში მოხსენიების გამო. ეს დიდი და მნიშვნელოვანი სიტყვებია ჩვენთვის.
ამ საკითხზე სამუშაო მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მოხარული ვარ, რომ მას მთელი ჩვენი საზოგადოების დიდი ყურადღება და ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომენტარები