პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა დაიწყო. ალილოს მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. საბოლოდ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება.
მსვლელობა თეატრალიზებულია. ალილოს მონაწილეები სიმბოლურად განასახიერებენ ანგელოზებს და მოგვებს, რომელთაც პირველად ეხარა მაცხოვრის დაბადება.
ალილოს მონაწილეები გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს აგროვებენ. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.
კომენტარები