“თბილისი მოლში” ხანძარია. ცეცხლი სავაჭრო ცენტრის პარკინგზე მდგარ ავტომანქანას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. როგორც უწყებაში აცხადებენ მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები