განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მოსწავლეები სკოლას ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან და გაცდენილი მასალის ანაზღაურებასაც შეძლებენ. როგორც მან აღნიშნა, ბავშვების და პედაგოგების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ინტენსიურად ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას, რომელიც ვირუსების გავრცელებას ეხებოდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდოს. ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა არის ყველაზე მთავარი, ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგების ჯანმრთელობა. ამ პერიოდის განმავლობაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდება, ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან ჩვენი მოსწავლეები სკოლას და გაცდენილი მასალის ანაზღაურებას შეძლებენ“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გამო, საჯარო სკოლებში სწავლა ერთი კვირით გადაიდო.
მიხეილ ბატიაშვილი – ბავშვების და პედაგოგების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია
2019/01/09 19:01:24
ნანახია: 697 ჯერ