გათავისუფლებული პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე ვიდეოკადრებში სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ ადგილებს გვაჩვენებს, სადაც პატიმრებს აწამებდნენ და ასახიჩრებდნენ. მათი განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, პატიმრებს გაუსაძლის და არაადამიანურ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა.
„72-ე საკანი, სადაც ექვსი წლის განმავლობაში 6 პატიმართან ერთად ვიჯექი. არაფრისუფლება არ გვქონდა. ოდნავი ხმაურის გაგონებაზეც კი ოლეგ ფაცაცია შემოვადრებოდა დაცემით კლავდა ხალხს. რეჟიმი იყო აუტანელი, ადამიანს ცემდნენ, ამტვრევდნენ, კლავდნენყოველგვარი მიზეზის გარეშე!
ე.წ. აბანოში შესასვლელი ოთახი, რომელშიც არანაირი კამერა არ არის. ცემდნენ ხალხს.სწორედ ასეთ ადგილებში ხდებოდა პატიმრების წამება. დგებოდა სისხლის გუბეები,ადამიანებს ასახიჩრებდნენ… “- იხსენებს სალუქვაძე.
კომენტარები