„2018 წელი იყო მძიმე ჩვენთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსათვის, ღმერთმა ინებოს, რომ ამ სიმძიმის შემდეგ ბედნიერებით სიხარულით აღვსილი იყოს 2019 წელი“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
„დღეს ვაცილებთ ძველ წელს. უნდა ითქვას, რომ 2018 წელი იყო მძიმე ჩვენთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსათვის, ღმერთმა ინებოს, რომ ამ სიმძიმის შემდეგ ბედნიერებით სიხარულით აღვსილი იყოს 2019 წელი. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე წელი იყო მაინც მადლობას ვწირავთ ჩვენ დღეს უფალს და შევასრულებთ სამადლობელ პარაკლის. მადლობას შევწირავთ უფალს სიხარულისა და მწუხარებისთვის. ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა, სიხარული და სიმშვიდე სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში“, – ბრძანა უწმინდესმა.
კომენტარები