გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუს აქვეყნებს, სადაც ის, მისი ჯანმრთელობისა და დახმარებისთვის წამოყებულ ინიციატივას ეხმაურება, -ცნობილია, რომ ხვალ ცნობილი მოღერლები და სახეები კუს ტბაზე საქველმოქმედო კონცერტს გია მაისაშვილის დახმარების მიზნით ჩაატარებენ.
“ექსკლუზივ ნიუსი” გია მაისაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ჩემო მეგობრებო და ლიდერთა სკოლელებო, შორიდან ვადევნებ თვალს თქვენს აქტივობებს და თანადგომას, მამხნევებს და მაძლიერებს თქვენი სიყვარული რომელსაც ამ შორი მანძილის მიუხედავად ყოველ დღე ვგრძნობ. მადლობა იმ ორგანიზებისათვის რაც თქვენ ხვალინდელი ღონისძიებისათვის გასწიეთ, მადლობა ყველას ვინც მოხვალთ ღონისძიებაზე სადაც თანადგომის და უანგარო სიყვარულის დიდი მორევია. ხვალ მე ჩემი გულითადა გონებით თქვენთან ერთად ვიქნები. უბედნიერესი ხარ ადამიანი, როდესაც ასეთ დიდ სითბოს და სიყვარულს გრძნობ გარშემომყოფთა მხრიდან. ჩვენ ერთად ვიქნებით ხვალ კუს ტბაზე.“, წერს გია მაისაშვილი