საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. მხარეებმა წინასასამართლო პროცესზე უკვე თქვეს შესავალი სიტყვა. დღევანდელ პროცესზე მხარეები უკვე დასკვნით სიტყვას წარადგენენ.
ამის შემდეგ რჩება სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. არ არის გამორიცხული, განაჩენი მოსამართლემ დღესვე გამოაცხადოს. საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის შვილი ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.
მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ერთ-ერთი გარდაცვლილის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სუბელიანს მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარევას სდებს ბრალად.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.