პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი მაიამიში G20-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია.
ტუსკმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორმატებში რუსეთისა და, კერძოდ, პუტინის მონაწილეობა მრავალწლიანი დისკუსიების თემაა. მან გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ თავისი პირველი ვადის დროს იყო უკმაყოფილო იმით, რომ რუსეთის ფედერაცია G7-ის შეხვედრებში აღარ მონაწილეობდა.
„თითქოს დღეს იყოს, ისე მახსოვს ხანგრძლივი დისკუსია პრეზიდენტ ტრამპთან მისი პირველი ვადის დროს… უკვე მაშინ პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებდა, რომ კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი მაგიდასთან მჯდარიყო, მაგრამ სხვა პარტნიორები, მათ შორის მეც – როგორც ევროპული საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე – ვუხსნიდით, რომ ეს რუსული აგრესიის გამართლება გახდებოდა. დღეს სიტუაცია კიდევ უფრო უარესია“, – განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერდა ამას, კრემლის ხელმძღვანელის ამ შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინაში მშვიდობა რომ დაეახლოებინა.
თუმცა, ტუსკის თქმით, რუსეთმა ეს ნაბიჯი შესაძლოა აღიქვას როგორც წახალისება თავისი აგრესიის გასაგრძელებლად.
