ბათუმში, შავ ზღვაში კიდევ ერთი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ზღვაში 20 წლის გოგო დაიხრჩო.
ცხედარი მაშველებმა რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ზღვიდან ამოყვანის შემდეგ მას პირველადი დახმარება გაეწია, თუმცა უშედეგოდ. ამ დროისათვის ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში, ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც გამორიყა.
კომენტარები