„დავით მათიკაშვილმა ამორალური შინაარსის მქონე ელექტრონული ფოსტა მიიღო და მას დააბრალეს ის, რაც არ გაუკეთებია“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
“დეპუტატი დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ გახდა ცილისწამების მსხვერპლი. დააბრალეს ის, რაც არ გაუკეთებია. კერძოდ, დავით მათიკაშვილმა სავარაუდო ამორალური შინაარსის მქონე ელექტრონული ფოსტის მოსვლისთანავე მიმართა პოლიციას და სწორედ სამართალდამცავებმა გახსნეს ეს ფოსტა”, – წერს სოფო კილაძე.
შეგახსენებთ, რომ გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, დღეს “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ მან რამდენიმე დეპუტატს “პორნო” გაუგზავნა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კი, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიღებული გადმოწერა და შემდეგ უყურა.
ზურაბ ჯაფარიძის ამ განცხადებას დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მან ელ. ფოსტის მისამართზე მიღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადმოწერა და შემდგომ უყურა. როგორც მან განმარტა, შემთხვევის შესახებ, პოლიციას დაუყოვნებლივ აცნობა და ვიდეო იმავე ღამეს სამართალდამცველებთან ერთად გაიხსნა.
“დავით მათიკაშვილმა ამორალური შინაარსის მქონე ელექტრონული ფოსტა მიიღო და მას დააბრალეს ის, რაც არ გაუკეთებია“
2019/02/28 17:14:17

ნანახია: 579 ჯერ