პარტია ქართული ოცნების ახლადდანიშნულმა პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმლა გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც პარტიაში დაბრუნდა.
„საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში. მე ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში და მეც პრინციპში შემიძლია ვთქვა იგივე, ეს არის ის პრობლემები და მიზეზები. რის გამოც დავბრუნდი პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გამოსვლაში მკაფიოდ ჩამოაყალიბა მიზეზები ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა შემობრუნდა პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ის ალბათ არ მობრუნდებოდა ასევე მეც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.