ბარსელონაში მყოფი თავშესაფრის მომთხოვნი 10 ადამიანიდან ნახევარი საქართველოში უკვე დაბრუნდა. საქართველოს კონსული ბარსელონაში მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ქართველებთან და მათ სურვილის შემთხვევაში შესაბამისი დახმარებაც გაეწევათ.
„როგორც ცნობილია საქართველოს კონსულმა ბარსელონაში მოინახულა ის მოქალაქეები, რომლებიც ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის (CUESB) მიმდებარე ტერიტორიაზე ათევენ ღამეს, რა დროსაც მოქალაქეებს მიეწოდათ ობიექტური ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ და ეთხოვათ, რომ განიხილონ საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა. აქვე გაცნობებთ, რომ რამდენიმე შემთხვევაში საკონსულო ბარსელონაში თანამშრომელთა პირადი სახსრებით და საკვებით დაეხმარა ქუჩაში დარჩენილ მოქალაქეებს, მათ შეუძინეს საკვები, დაეხმარნენ ახლობლებთან დაკავშირებაში და საქართველოში გამომგზავრებაში“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის განსაკუთრებული ზრდის გამო, ამოიწურა ის თანხები, რომლითაც თავშესაფრის მაძიებლებს მათი საქმის განხილვამდე (უარი ან დაკმაყოფილება) საცხოვრებლით უზრუნველყოფდნენ.
„საკონსულოს ასევე სისტემატიური კავშირი აქვს იმ დიასპორულ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურობენ და საკუთარი სახსრებით ცდილობენ დაეხმარონ მათ ქალაქებში ჩასულ თავშესაფრის მაძიებლებს. აქვე გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ესპანეთის სამეფო არ აძლევს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, საქართველო მიჩნეულია დემოკრატიული, ევროპულ ქვეყანად სადაც არ არსებობს უშუალო საფრთხე, რის გამოც მოქალაქეები შესაძლოა თავშესაფარს ითხოვდნენ საზღვარგარეთ.
ამას გარდა, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის განსაკუთრებული ზრდის გამო, ამოიწურა ის თანხებიც, რომლითაც თავშესაფრის მაძიებლებს მათი საქმის განხილვამდე (უარი ან დაკმაყოფილება) საცხოვრებლით უზრუნველყოფდნენ.
10-მდე ადამიანიდან, ვისაც კონსული გაესაუბრა და აქედან ნახევარი საქართველოში უკე დაბრუნდა“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
