კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” გაცნობებთ, რომ გამანაწილებელი ქსელის ავარიულად დაზიანების გამო, 29 ივლისის საღამოს 16:25 საათიდან ვანის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდათ.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ, მიმდინარე წლის 30 ივლისის დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე : 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.
კომენტარები