პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს.
შესაბამისი შინაარსის წერილები ილია მეორემ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რომის პაპ ფრანცისკეს გაუგზავნა. „თქვენო უწმინდესობავ, გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილსა და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება. შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული. ლოცვასა შინა თქვენი მომხსენებელი, ილია მეორე“, – აღნიშნულია წერილში.
„თქვენო აღმატებულებავ, მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებდა თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ მომხდარ ხანძარს, რომელმაც არა მარტო ამ ქალაქისა და საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება ასე უმოწყალოდ დააზიანა. დიდია ჩვენი გულისტკივილიც და გვინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ხელისუფლებას, კარდინალსა და სასულიერო დასს. ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.
“ხანძარმა არა მარტო საფრანგეთის, არამედ, მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება უმოწყალოდ დააზიანა”
2019/04/16 19:08:02
ნანახია: 545 ჯერ