საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით 30-მდე ზარი თბილისიდან, ძირითადად, საბურავების დაწვის ფაქტზე შევიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება რეგიონებიდან არ შესულა.
მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაზე მოხდა რეაგირება და ცეცხლი ჩააქრეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ბავშვებიც მონაწილეობდნენ.
კომენტარები
