ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ძირითადად ლოკალიზებულია.
როგორც 2030.news-ს ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დამწვარია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი ფართობი, განადგურებულია გასაყიდი საქონელი – ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, სამშენებლო მასალები, ელექტროსაქონელი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოვაჭრეების ზარალი საკმაოდ დიდია.
შემთხვევის ადგილზე ზესტაფონისა და ქუთაისის სახანძრო ბრიგადები მუშაობას განაგრძობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე იმყოფებიან ბაზრობის მოვაჭრეები.
2030.news
კომენტარები