ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს.
აღნიშნულს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მოძრაობა „ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაცაა გია კორკოტაშვილი და ტრისტან წითელაშვილი, განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დრო დამთავრდა და იმის გამეორების უფლებას, რაც ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, აღარ მისცემენ.
კომენტარები