ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაიკეტება.
ამის შესახებ „სპუტნიკ ასეტიას“ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განუცხადეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის „ქართული აგრესიის“ წლისთავისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას უკავშირდება.
ადმინისტრაციული საზღვარი 9 აგვისტოდან, დილის 09:00 საათიდან გაიხსნება.
კომენტარები