ინტერნეტ-მომხმარებელი სალომე დოღონაძე სოციალურ ქსელში ავტოავარიის შესახებ წერს.
“არ მაქვს უფლება,
რომ არ დავწერო!!! კიდევ ერთი საშინელება დატრიალდა! მორიგი საშინელი ავარია! მთავრობამ რამე უნდა მოიფიქროს!!! რომ უმკაცრესად დაისაჯოს მძღოლი, რომელიც სიჩქარეს არ საზღვრავს !!! ნუთუ არ იყო საკმარისი რაც მოხდა, იმისთვის, რომ ცოტა გონზე მოვსულიყავითა ??? მადლობა ახალგაზრდა ბიჭებს , რომლებიც ცეცხლმოკიდებულ მანქანაში დაუფიქრებლად შევარდნენ, რომ ორი ანგელოზივით ახალგაზრდა ბიჭი გადმოეყვანათ, და გადმოყვანიდან 10 წამში მანქანა ფერფლად იქცა !!! გთხოვთ დაფიქრდით !!! თქვენს უკან მშობლებია, შვილებია, მეგობრებია …
მადლობა ღმერთო იმისთვის , რომ მომეცი შანსი ერთერთი გულწასული დედა მომებრუნებინა და მეთქვა – ქალბატონო ნუ გეშინიათ თქვენი შვილი ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება !!! არც ჩემი ეს სიტყვები და არც მისი შემოხედვა არასდროს ამოვა ჩემი თვალებიდან!!! სამწუხაროდ მეორე დედას გამოვეპარე …”