პრაიდის ჩატარების დაანონსება არის სამოქალაქო არეულობისკენ გადადგმული ნაბიჯი, იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის “ე.წ. ლგბტქ პრაიდის ჩატარების დაანონსება დღევანდელ ვითარებაში არის სამოქალაქო არეულობისკენ გადადგმული ნაბიჯი” – ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე 8 ივლისს, თბილისში დაგეგმილ ე.წ ღირსების მარშს.
“საგულისხმოა,რომ “პრაიდის” ორგანიზატორები უშუალოდ მონაწილეობდნენ 20 ივლისის მოვლენებში,რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით. შესაბამისად, შსს-ს აქვს სრული საფუძველი დაკითხოს აქციის ორგანიზატორები და თუ მათი განზრახვები არის საფრთხის შემცველი სამოქალაქო მშვიდობისათვის,დააკავოს ისინი. ეს გაცილებით ნაკლებ ზიანს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე ხალხის სამართლიანი რისხვა. პრევენცია, საფრთხის ჩანასახშივე მოსპობა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. ამიტომ იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის.”– წერს სოსო მანჯავიძე ფეისბუქში.