მას შემდეგ, რაც ლგბტ პრაიდი კვლავ დაანონსდა, პარალელურად დაანონსდა ღონისძიების მოწინააღმდეგეთა შეკრება.
როგორც ლევან ვასაძემ საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა, 8 ივლისს შეკრება დაიწყება ვერის ბაღში და ლგბტ თემის წარმომადგენლებს აქციის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
„ვერის ბაღში მოვა უამრავი ხალხი და თუ იქ იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს ცემა-ტყეპა და სისხლის ღვრა… ჩვენი ამოცანა არის, რომ თუ იქ იქნება პოლიციის კორდონი, მისი გარღვევა და უსირცხვილობის და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა. ვისაც არ დაგეზარებათ, არ დაგავიწყდებათ, გთხოვთ იქონიოთ ხელზე შებმული თეთრი ცხვირსახოცები და ასევე ხელზე შებმული ქამრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და იქიდან შევძლოთ ამ ქამრების მეშვეობით ჩვენი ქვეყნის შეურაცხყმყოფლების გათრევა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში.