“რუსთავი 2″ არ იზიარებს გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს”, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ამასთან, ნიკა გვარამიას თქმით, „გაბუნიას ბრალი ის არის, რომ უდონოდ და სამარცხვინო ჟურნალისტებს დააწყებინა ლაპარაკი, რომ პროფესიაში დარჩენას აზრი არ აქვს”.
„ეს რა ხდება. აი, იმ უდონო ჟურნალისტებს, რომლებიც ზურგში ედგნენ რუსეთიდან მართულ გადამტრიალებელს, აი, იმ ჟურნალისტებს, რომელსაც დრონი რომ მარსზე ჰყავს, „იმედს” და იმ საშინელებებს თესავს ახალგაზრდების წინააღმდეგ, სიტყვა არ ამოუღიათ თავის პროფესიაში დარჩენასთან დაკავშირებით და გაბუნიას გინებაზე ახსენდებათ პროფესიიდან წასვლა.
აი, ეს არის გაბუნიას დანაშაული, რომ მათ მორალური უპირატესობა მისცა. გაბუნიას მთავარი დანაშაული ის არის, რომ დღეს ჩვენი მთავარი მოკავშირეები ერთი წამით მაინც ზუსტად იმავე ტექსტებით ალაპარაკა, რასაც, აი, ეს უდონო ხალხი ლაპარაკობს და ისინი ბარიკადის ერთ მხარეს მოაქცია უნებლიეთ. მაგრამ 2-ის” დახურვა ნებისმიერი მიზეზით და გგონიათ, რომ ეს იქნება მიზეზი, ვერ იქნება, არხი არ იზიარებს ამ ტიპის პოზიციებს და რჩება თავის ედიტორიალის გულშემატკივარი. რა თქმა უნდა, მეც ვიხდი ბოდიშს. ეს არ არის არხის გამოხატვის ფორმა და არხი ამ პოზიციას არ იზიარებს. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი 2-ზე” ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს „ტვ პირველის” ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ტრაპაიძის თქმით, ის ამ პროფესიაში ყოფნის აზრს ვეღარ ხედავს.