მიკროავტობუსი, რომელსაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები გადაჰყავდა, ლეჩხუმში ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე 276 მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული.
მიკროავტობუსს ამბროლაურში ლენტეხიდან მხარდამჭერები ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე გადაჰყავდა.
კომენტარები