“ნაციონალური მოძრობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი ხელისუფლებას მათ წევრებსა და აქტივისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
მისი განმარტებით, პარტიის რამდენიმე წარმომადგენელს ბოლო პერიოდში მსხვილფეხა პირუტყვი მოპარეს.
“ჩვენი ერთ-ერთი სოფლის, მერეთის კოორდინატორის ოჯახიდან კრიმინალების მიერ იქნა მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი. გარდა ამისა, 5 დღის წინ ჩვენი საკრებულოს წევრის, ივანე ნუსხელიძის ოჯახიდან გაიტაცეს 10 სული ძროხა, რაც ასევე მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება“, – განაცხადა ბადრი ბასიშვილმა და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
კომენტარები