ერაყში ტერაქტის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტების სამიზნე შიიტებით დასახლებული ქალაქის – სადრ სიტის ხალხმრავალი ადგილი გახდა. დანაღმული ავტომობილი სილამაზის სალონთან ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქდა.
პოლიციის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, უმრავლესობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილი ამ დრომდე გადაკეტილია, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
კომენტარები