აჭარში, ზღვაზე 4 ბალზე მეტის სიძლიერის შტორმია. სამაშველო სამსახური საგანანგებო რეჟიმში მუშაობს.
“უკვე 20-მდე ადამიანი გამოვიყვანეთ წყლიდან, ხშირ შემთვევაში ნასვამები არიან. გამოძახებები სარფიდან ჩოლოქამდე ფიქსირდება”, – განაცხადა 2030-თან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა, მამუკა თურმანიძემ.
ამასთან, ბათუმის პორტში გემებს შესვლა გუშინ, მეორე ნახევრის შემდეგ აიკრძალა.
კომენტარები