არ ვაპირებ შევხვდე სალომე ზურაბიშვილს, არც იმ შემთხვევაში, თუ თავად დააპირებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა განუცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ მისი შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების საკითხზე კომენტარი გააკეთა.
გიორგი ოთხმეზურის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მიზეზთან დაკავშირებით „ათობით ვერსია“ შეიძლება არსებობდეს.
„არ ვაპირებ შევხვდე სალომე ზურაბიშვილს, არც იმ შემთხვევაში, თუ თავად დააპირებს. არც გასაჩივრებას ვაპირებ და არც ვერსიებზე საუბარს. რა მოხდა ამაზე ათობით ვერსიაა, თუმცა მე დავდგე და ვიმარჩიელო?!“, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.