ჩვენ ვხედავთ, რომ ტრაგედია, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, დღეს ოპოზიციის მიერ გამოყენებული არის ისევ და ისევ თავისი ამ მერკანტილური, მდაბიო პოლიტიკური მიზნებისათვის, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი შეფასებით, ტრაგედიის გამოყენების ამგვარი მცდელობა ოპოზიციის მდაბიო ბუნების თვითლუსტრაციის მაგალითია.
„მიტინგზე ეპატიჟებიან ხალხს და მოჰყავთ მაგალითებად, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიის გამო პოლიტიკური ვითარება დაიძაბაო. დღესაც, ამ უბედური შემთხვევის, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა და გარკვეულად კერძო შემთხვევა იყო, განზოგადება უნდათ, რომ მათ მიტინგზე ხალხის მოსაყვანად გამოიყენონ. ამაზე უფრო მდაბიო თვითლუსტრაცია საკუთარი მდაბიო ბუნებისა, არ წარმომიდგენია, რომ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
