ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი პარლამენტში მომხდარ ინცინდენტს ეხმიანება და ეკა ბესელიას მხარდაჭერას უცხადებს.
„საყვარელო მეგობრებო, ადამიანებო, ჩემთვის მიუღებელია პირადი ცხოვრების აუდიო-ვიდეოთი არა მხოლოდ შანტაჟი, არამედ წამოძახება და მინიშნებაც კი!!! (ამ დროს, ადრესატი ვინ არის, არ აქვს მნიშვნელობა!)
დარბაზში მსხდომი კაცების ადგილას, მე, ეკა ბესელიას არ დაველოდებოდი, იქვე ავცხებდი პადლეცს ხელუკუღმა ზარდიაშვილს, მაგრამ კაცისმაგვარები მეტნი იყვნენ, ეტყობა!..
საერთოდ არ მაინტერესებს ამ სიტუაციაში ვინ ვისკენ იყო და არის, რომელ პოლიტიკურ დაჯგუფებას მიეკუთვნება, ან რა საკითხი ირჩეოდა , ყველაფერი მეასეხარისხოვანია!!! თავიდან არც დავიჯერე, რომ წამოაძახა, მაგრამ კიდევ უარესად გააგრძელა ჭორაობა-ჭორაობით… სინანულიც კი ვერ დავინახე, ვერც კი მიხვდა რა დააშავა, სწორედ ეს არის კატასტროფა!.. ეგეთი ტიპებისგან გამოდიან მერე მეგისფიქჩერსებიც და სადისტი ბოკერია-სააკაშვილებიც…
ვააჰ, რა მაგრები ხართ? მოერიეთ ადამიანს, რომელსაც ვიღაც უკანასკნელმა ნაძირალამ რაღაც გადაუღო?! და გგონიათ რომ თქვენ რამით განსხვავდებით იმ ნაძირალასგან, როდესაც საქმეში იყენებთ მის კადრებს და ადამიანს წამოაძახებთ, რომც იმსახურებდეს თქვენი გაგებით?!.
ვაი, თქვენ და ვაი, ჩვენს პატრონს?!.
მოსისხლე მტერთანაც არ გამოვიყენებ მსგავს კადრებს არასდროს! პირველ რიგში, საკუთარ თავს არ ვაკადრებ ამას და მერე, არც ერთ ადამიანს დედამიწის ზურგზე!.. რა თქმა უნდა, თუ მინდა რომ ადამიანი მერქვას ისევ… და არა არაადამიანი..
ნაც-ხლისტები და ევრო-ხლისტები ხმას როგორ იღებენ საერთოდ , მსოფლიოში რაც კი ამაზრზენი პრაქტიკა არსებობდა, ყველაფერი მაგ სერპენტარიუმის დანერგილია აქ და დაარქივებულია წლების განმავლობაში !.. იმის მაგივრად , ციხეში ეყარონ იდეის ავტორებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, კიდევ ატრიალებენ ორკაპა ენებს?!
საერთოდ, დროა, დანარჩენმა საზოგადოებამ დავთქვათ ურთიერთობების ნორმალური წესები., თორემ ფეკალიებით სავსე, ერთ დიდ ჭაობში ვართ და ძალიან გაგვიჭირდება ამ ამორალობიდან ამოსვლა, თუ უკვე გვიან არ არის,..
პირადად მე, როდესაც დაიწყეს ამ კადრების გავრცელება სხვადასხვა ადამიანებზე (მეც მიყრიდნენ ფბ-ჩათში) მხოლოდ ერთი მაქვს ნანახი რამდენიმე წამი სანამ გონს მოვედი რა იყო, ისიც შემთხვევით, რადგან არ ვიცოდი რა იყო და გავხსენი, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე… დანარჩენი კატეგორიულად არც გავხსენი და არც არასდროს ვნახავ, უბრალოდ ადამიანურ სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, მტრებსაც კი, ვთვლი, რომ არაადამიანურად დაჩაგრეს და ვიმედოვნებ, ყველას მოეთხოვება პასუხი ამ საშინელებებისთვის, ძალიან მალე, ყველა დამნაშავეს დაუბრუნდება ბუმერანგივით!..
მანამდე კი, პირობას ვდებ, მეტი არც არავისი არაფერი მინახავს, არც არასდროს ვნახავ და მით უმეტეს, არც არასდროს წამოვაძახებ ვინმეს რამეს, ღმერთმა დამიფაროს, ეს არ არის ჩემი ბრძოლა… <3
p.s. გთავაზობთ, დავთქვათ კიდევ რაღაც წესები, თუნდაც უაზრო გინებაზე და შეურაცხყოფაზე, თორემ უფსკრულისკენ მივექანებით, ან რა მაგალითს ვიძლევით?!…“, – წერს ჟურნალისტი.