20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 – 1000-ლარიანი გირაო შეეფარდათ მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს, დედა-შვილს სვეტლანა ბეკერსა და მანია ავდალოვას. ისინი გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.
პროცესზე ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავდა.
ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.
კომენტარები